გარეგნული სახე და ზომები

აგურის ზომებია: 250 მმ. – 120 მმ. – 65 მმ.

მშენებლისათვის საკმაოდ მოსახერხებელია მისი ცალი ხელით აღება.

სიგრძეზე იდება ორი აგური სიგანით, პლუს 1სმ ცემენტის ხსნარისათვის. თუმცა, შესაძლებელია სისქის ვარირებაც.

ორმაგი აგური – სტანდარტით გათვალისწინებული მისი ზომებია 250 x 120 x 138 მმ. ასეთი აგური მნიშვნელოვნად ამცირებს მშენებლობისათვის საჭირო ცემენტის ხსნარის რაოდენობას (მნიშვნელოვანი ეკონომიაა) და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აშენებისათვის საჭირო დროს. არ იფიქროთ, რომ მშენებელი მეტ თანხას მოითხოვს ასეთი აგურის სიმძიმის გამო – მისთვის ასე უკეთესიცაა – დაალაგა წყობისად ათეულობით აგური და კედელიც უკვე მზადაა! გარდა ამისა, მშენებლობისათვის ასეთი აგური უფრო ნაკლებია საჭირო, ხოლო ფასის გაზრდა საჭირო არ არის. მაგალითისთვის: ორმაგი საფასადე აგური ერთმაგ აგურთან შედარებით მხოლოდ 50% -ით ძვირია, ზომით კი 2-ჯერ აღემატება.

აგურის ფერი ძირითადად თიხის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. უმეტესად გამოწვის შემდეგ ვიღებთ სტანდარტულ აგურის ფერს. ასევე არის თიხა, რომელიც გამოწვის შემდეგ თეთრ ფერს იძენს. ასეთი თიხისგან მზადდება ყვითელი, ატმისფერი ან თეთრი აგური. ზოგჯერ თიხას ამატებენ სხვადასხვა პიგმენტს. ასე მაგალითად, ყავისფერი აგურის მიღება მხოლოდ პიგმენტის დამატებითაა შესაძლებელი. სტანდარტის მიხედვით, აგურის ფერი უნდა შეესაბამებოდეს მწარმოებელი ქარხნის მიერ განსაზღვრულ ეტალონს (ნიმუშს). ხშირად ქარხნებში არსებობს რამდენიმე ასეთი ეტალონი და ამიტომ არის საშიშროება იმისა, რომ შეიძინოთ სასურველზე უფრო მკვეთრი ფერის აგური.

პარტნიორები