ტექნიკური დახასიათება

სიმტკიცე – აგურის მთავარი ღირსება – არის თვისება მასალისა, შეეწინააღმდეგოს შიდა დაძაბულობებს და დეფორმაციებს და არ დაირღვას. მარკა – არის სიმტკიცის მაჩვენებელი, აღინიშნება ,,М” ნიშნით და ციფრული მაჩვენებლით. ციფრი მაჩვენებელია იმისა, თუ რამხელა დატვირთვას უძლებს აგური 1სმ2-ზე. მაგალითად, მარკა 100 (М100) აღნიშნავს, რომ აგური გარანტირებულად გაუძლებს 100კგ. დატვირთვას 1სმ2-ზე. აგურს შესაძლებელია ჰქონდეს მარკა 75-დან 300 მდე. გაყიდვაში ყველაზე ხშირად გვხვდება აგური М100, 125, 150, 175.

როგორ გავიგოთ, რომელი მარკის აგური გვჭირდება?

მაგალითად, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისათვის გამოიყენება М150 და უფრო მაღალი მარკის აგური, ხოლო 2-3 სართულიანი კოტეჯისთვის საკმარისია М100.

აგურის ყინვაგამძლეობა იზომება ციკლებით. სტანდარტული გამოცდების დროს აგურს 8 საათით ათავსებენ წყალში, შემდეგ 8 საათით (1 ციკლი) დებენ საყინულე კამერაში… და ასე გრძელდება მანამ, სანამ აგური არ დაიწყებს თავისი თვისებების (წონა, სიმტკიცე და ა.შ.) კარგვას. შემდეგ გამოცდას წყვეტენ და აკეთებენ დასკვნას აგურის ყინვაგამძლეობის შესახებ. მაგალითად, ცივი კლიმატის ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი და კანადა მშენებლობისათვის საჭიროა გამოვიყენოთ აგური ყინვაგამძლეობით არანაკლებ 35 ციკლისა. მაგრამ ბაზარზე ჯერ კიდევ გვხვდება აგური ყინვაგამძლეობით 25 ან სულაც 15 ციკლისა (წარმოებულია ძირითადად თბილი კლიმატის რეგიონებისთვის). ის შედარებით იაფია, რაც მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის (გამყიდველები კი ცდილობენ, აგურის ,,თავისებურებებზე” ნაკლები ისაუბრონ).

აუცილებელია, რომ მშენებლობისთვის საჭირო აგურის მარკა განსაზღვროს სპეციალისტმა. ერთი სიტყვით, გირჩევთ, არ გამოეკიდოთ იაფფასიან პროდუქციას.

პარტნიორები