მარილის გამოტანა ზედაპირზე

ფასადების ზედაპირზე ხშირად შეგიმჩნევიათ თეთრი ლაქები ანუ „ნაფიფქი“. ეს არის წყალშიხსადი მარილი. მისი წარმოქმნა შემდეგნაირად ხდება. კედლის მშენებლობის დროს ცემენტის ხსნარიდან სინესტე შეიწოვება აგურის შიგნით. წყალს თან მისდევს მასში გახსნილი მარილი, რომელიც იყო როგორც ცემენტში ასე ქვიშაში. კედლის ზედაპირიდან ხდება სუფთა წყლის აორთქლება, ხოლო მარილის თეთრი ნაფიფქი რჩება აგურის ზედაპირზე. წყაში ხსნადი მარილი აგურშიც არის, რაც ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ამ პროცესზე. ამ ნაფიფქს არ აქვს ძალიან მყარი სტრუქტურა და ამიტომ დროთა განმავლობაში თავისითაც ჩამოირეცხება, მაგრამ სჯობია ან დროულად მივიღოთ ზომები ან მოვაშოროთ.

როგორ ვებრძოლოთ ამ მოვლენას:

  • გამოვიყენოთ ცემენტის შედარებით სქელი ხსნარი (ცემენტსა და წყალშიც დაბალი უნდა იყოს მარილის მინარევები).
  • არ გადაუსვათ (არ დასვაროთ) აგურის კედლის საფასადე ზედაპირს ცემენტის ხსნარი.
  • ვეცადოთ არ დაცველდეს აგური მშენებლობის პროცესში.
  • არ ააშენოთ აგურის კედელი წვიმის დროს, ღამით კი გადააფარეთ ბრეზენტი ახლლადნაშენ აგურს. *აშენებიდან რაც შეიძლება მალე გადახურეთ სახლი.
  • გადაუსვით საფასადე კედელს სპეციალური დამცავი ხსნარი.
  • მოსაშორებლად სცადეთ ხალხური მეთოდი – გამოიყენოთ ძმრის წყალხსნარი, 5 პროცენტიანი მარილმჟავას ხსნარით, ან ნიშადურის სპირტის ხსნარი (1 პატარა ქილა 10 ლიტრ წყალზე). სპეციალური ხსნარი შეგიძლიათ შეიძინოთ სამშენებლო მასალების მაღაზიაში,

პარტნიორები