აგურის ხარისხი

 

აგურის ხარისხს არეგულირებს სტანდარტი ГОСТ 530-2012. აგურის ყველა დასაშვები პარამეტრი  და პარამეტრებიდან დასაშვები გადახრა გაწერილია სტანდრტში. თუ აგურის პარამეტრები ეტევა სტანდარტით გათვალისწინებულ საზღვრებში მაშინ აგური ითვლება ხარისხიანად და მასზე გაიცემა შესაბამისობის სერთიფიკატი. სხვა შემთხვევაში აგური წუნდებულია.

.

როგორ გავიგოთ, სრულყოფილად არის გამომწვარი აგური თუ არა? 

ყველაზე მარტივად ამის შემოწმება შეიძლება ლითონის პატარა დეტალის (მაგალითად გასაღების) დაკაკუნებით აგურის ზედაპირზე. დარტყმისას სრულყოფილად გამომწვარ აგურს აქვს ზარივით წკრიალა ხმა.

არასაკმარისად გამომწვარი აგური სპეციფიური მდოგვისფერით გამოირჩევა და დარტყმისას ყრუ ხმას გამოსცემს. ასეთი აგური არ არის ყინვაგამძლე და მას ,,ეშინია” წყლის. წყალში ჩალბობით ის შლება.

აგურის ზედმეტად გამოწვა, გადაწვა ხდება მეტისმეტად მაღალ ტემპერატურაზე. ასეთი აგური შედარებით მყიფე ხდება, წყაშთანთქმა მცირდება. ასეთი აგური რიგით მშენებლობაში შეიძლება იყოს გამოყენებული.

პარტნიორები