რამდენი აგური მჭირდება?

რამდენი აგურია საჭირო, რათა ავაშენოთ ერთსართულიანი სახლი ზომებით 8 მეტრი 8 მეტრზე? დასაწყისში განვსაზღვროთ გარე კედლის სიგრძე, 8+8+8+8=32მ. თუ ჭერის სიმაღლე იქნება 3მ,  გარე კედლის ფართობი იქნება: 32×3=96 მ2. თუ თქვენ აირჩევთ წყობას „1 აგურზე“, მაშინ კედლის სიგანე გამოვა 25 სმ.  თუ  აირჩევთ წყობას „1,5 აგურზე“, მაშინ კედლის სიგანე გამოვა 38 სმ. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი სახლისათვის კედლის სისქე ინდივიდუალურად უნდა იქნას დაანგარიშებული კონსტრუქციული თვისებურებებიდან გამომდინარე და იმის და მიხედვით, თუ რომელ რეგიონში უნდა აშენდეს სახლი და ზამთარში რა ნიშნულამდე ეცემა გარემო ტემპერატურა).

თუ გავითვალისწინებთ აგურის რაოდენობას ერთ კვადრატულ მეტრის წყობაში, (106 ცალი „1 აგურზე“ კედლის სისქით შემთხვევაში): 96 მx 106 ც/მ2= 10176 ცალი. ეს რაოდენობა უნდა შემცირდეს კარის და ფანჯრების ღიობებით (მიახლოებით 1500 ცალით), და საერთო რაოდენობას მივიღებთ 8500 აგურს.

ე.ი 8მ x 8მ ბელეტაჟის გვერდითი კედლებისათვის მიახლოებით 8500 ცალი კერამიკული აგური გჭირდებათ რასაც სულ რაღაც 3230 ლარად შეიძენთ.

როგორც ნახეთ კედლის წყობისთვის საჭირო აგურის ღირებულება  მშენებლობის ღირებულების მხოლოდ მცირედ ნაწილს შეადგენს. ამიტომ გაუმართლებელია ხარისხის ხარჯზე ეკონომია და ბეტონის ბლოკების ან სხვა იაფი მასალის გამოყენება. ცხოვრება სახლში რომელიც არაენერგოეფექტურია, საექსპლუატაციოდ ძალიან ძვირია და არა კომფორტული.

კედლების თბოიზოლაციამ უნდა მოგვიტანოს წლობით დანაზოგი: ზამთარში სახლის გათბობაზე და ზაფხულში სახლის კონდიცირებაზე დაზოგილი თანხებიდან გამომდინარე.

პარტნიორები