რომელი აგური – რისთვის გამოიყენება

დანიშნულების მიხედვით კერამიკული აგური იყოფა 2 ჯგუფად: სამშენებლო და მოსაპირკეთებელი (ანუ საფასადე).

  1. სამშენებლო აგური გამოიყენება მზიდი და შიდა კედლების ამოსაყვანად. სამშენებლო აგურს ერთ გვერდზე შესაძლოა დატანილი იყოს გეომეტრიული სურათი (უკეთესი მოჭიდებისთვის).
  2. მოსაპირკეთებელი (საფასადე) აგური – ერთგვაროვანი ფერისაა, გააჩნია სამი გლუვი, სწორი საფასადე ზედაპირი.

აგური, როგორც წესი, ღრუტანიანია (ანუ მასში ფიჭისებური სიცარიელეებია, რაც ასეთ აგურს უფრო თბილს ხდის). საფასადე აგურის ჯგუფს განეკუთვნება ასევე ფაქტურული აგური (მას გააჩნია რელიეფური ნახატი საფასადე მხარეზე) და ფასონური (ანუ ფიგურული, პროფილური) – ისეთი რთული გეომეტრიული ფორმების ასაგებად, როგორებიცაა: არკა, სვეტი და ა.შ.

აგურის შეძენისას მთავარია ვიცოდეთ, რისთვის, რა მიზნით ვყიდულობთ მას. არ აგერიოთ! თორემ მოიხიბლებით საფასადე აგურით და იყიდით მას სამშენებლო აგურის ნაცვლად. შემდეგ გადაითვლით ხარჯს და ატირდებით. ან პირიქით მოგივათ, გასწევთ ეკონომიას და საფასადედ გამოიყენებთ სამშენებლო აგურს. ამ შემთხვევაში კი სახლი არცთუ ისეთი ლამაზი გამოვა.

პარტნიორები