თბილი აგური

აგურში არსებული სიცარიელეების მიხედვით აგური იყოფა სამშენებლო და საფასადე აგურებად.

კერამიკული აგური არსებობს მხოლოდ ღრუტანიანი.

რაც მეტია სიცარიელე (შესაძლებელია, იყოს 50%-ზე მეტი), მით უფრო თბილია აგური.

გამოდის, რომ ღრუტანიანი აგურის გამოყენებით შესაძლებელია ავაშენოთ შედარებით ნაკლები სისქის, მაგრამ უფრო თბილი კედელი. ღრუტანიანი აგურის წონა ნაკლებია, და, შესაბამისად, ნაკლებია ზეწოლა საძირკველზე. ეს მისი ღირსებაა. მაგრამ არის სირთულეებიც: ასეთი აგურით აშენებისას სიცარიელეები შესაძლოა, ამოივსოს ცემენტის ხსნარით და კედელი გხდება უფრო ,,ცივი”. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ავიღოთ აგური ნაკლები დიამეტრის სიცარიელეებით, ხოლო ცემენტის ხსნარი უნდა იყოს შედარებით სქელი კონსისტენციის. აგური შესაძლებელია გავხადოთ უფრო ,,თბილი” მისი შინაგანი ღრუების (ანუ, მასალის შინაგანი ღრუების) ხარჯზე. ასეთ აგურს უწოდებენ ,,ფორებიანს”. და კიდევ, ფორებიანი აგური ჩვეულებრივთან შედარებით უკეთესი ხმის იზოლაციით გამოირჩევა.

ახლა გასაგებია, რომ დროისა და თანხის ეკონომიის მიზნით უკეთესია ვიყიდოთ არა ჩვეულებრივი, არამედ ,,ერთნახევრიანი”, ამ მხრივ კიდევ უფრო უკეთესია კერამიკული აგური. ფერი კი შეგიძლიათ აარჩიოთ გემოვნებით – ის არ მოქმედებს აგურის ხარისხზე. თუ უფრო თბილი კედელი გსურთ, (მაგრამ არა კედლის სისქის ხარჯზე), უნდა გამოიყენოთ ღრუტანიანი ანუ სიცარიელეებიანი აგური, ამასთან, გამოიყენეთ უფრო სქელი ცემენტის ხსნარი, რათა სიცარიელეები არ ამოივსოს.

პარტნიორები