კომპანიის შესახებ

შპს “მეტეხის კერამიკა”  ფუნქციონირებს 1986 წლიდან და დაკომპლექტებულია ევროპული წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზებით, რაც  ხარისხიანი კერამიკული სამშენებლო მასალის გამოშვების საშუალებას იძლევა. დღეისათვის ,შპს “მეტეხის კერამიკა”  არის ერთადერთი სრულფასოვანი წარმოება საქართველოში კერამიკული სამშენებლო მასალების საწარმოებლად.  ამჟამად იწარმოება 5 სახის კერამიკული ნაკეთობა: აგური, ორმაგი აგური, სატიხრე ბლოკი სბ2.5, კერამიკული ბლოკი ბ4, კერამიკული ბლოკი ბ3.

ქარხანას აქვს ორი იდენტური ტექნოლოგიური ხაზი, თითო 30 მილიონი აგური/წელიწადში  სიმძლავრით. ამის გამო საწყობში ყოველთვის არსებობს ზემოხსენებული ხუთივე საეხობის ნაწარმის მარაგი კლიენტის მოთხოვნების სწრაფად დასაკმაყოფილებლად.  ასევე  ქარხნის საწარმოო ხაზების სპეციფიკა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი იძლევა  იმის საშუალებას, რომ წარმოებამ უმოკლეს დროში გამოუშვას ახალი სახის პროდუქტი მოთხოვნის შესაბამისად.

პროდუქცია შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებს, რაც დადასტურებულია შესაბამისობის სერთიფიკატებით.

თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ წარმოება ყოველწლიურად ვითარდება. ინერგება ახალი ენერგოეფექტური პროდუქტების წარმოება და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიები. ამ პროცესში ჩართული არიან იტალიელი და გერმანელი პარტნიორები.

პარტნიორები